ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს

9 ნოემბერი, 2016 • 1069
კვირიკაშვილი: ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„მსურს, გულწრფელად მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს. ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებისკენ”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს.

“ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის. მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. მან არჩევნებში ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი