ახალი ამბები

“თავისუფალი საქართველოს” შტაბის წევრი პოლიტიკური ნიშნით თავდასხმაზე საუბრობს

16 აგვისტო, 2012 •
“თავისუფალი საქართველოს” შტაბის წევრი პოლიტიკური ნიშნით თავდასხმაზე საუბრობს


“პირადად ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. თუმცა, ხაშურში კახა კუკავას შტაბში შეხვედრის შემდეგ მოვიდა და მითხრა, რომ თუ არჩევნებში მიიღებ მონაწილეობას, დედას გიტირებო. თავდამსხმელები ორნი იყვნენ, ერთი იყო კოტე თათენაშვილი და მეორე პიროვნება ვერ ვიცანი. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დაზარალებულმა არჯევანიძემ.

 

მისივე თქმით, კოტე თათენაშვილი ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სავარაუდო კანდიდატის – ბაჩო ქიტიაშვილის მეგობარი და თანაკლასელია.

არჯევანიძე ამბობს, რომ ხაშურში მასზე თავდასხმის შემდეგ მან ხაშურის საპატრულო პოლიციას მიმართა.

“კოტე თათენაშვილმა მანქანის გასაღებიც წამართვა, რომლის დაბრუნებასაც ვითხოვ. პატრულისგან ველოდები რეაგირებას ამ ფაქტებზე. თუ კი ისინი რეაგირებას არ მოახდენენ, მერე პროკურატურაში შევიტან განაცხადს”, – ამბობს “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი არჯევანიძე.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებას, თუმდა ქიტიაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტის თაობაზე მათ არაფერი სმენიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი