ახალი ამბები

რა კატეგორიის სტუდენტების სწავლას დააფინანსებს სრულად სახელმწიფო

16 აგვისტო, 2012 •
რა კატეგორიის სტუდენტების სწავლას დააფინანსებს სრულად სახელმწიფო

პროექტი სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად 2005 წლიდან მინდინარეობს. თუმცა წელს პირველად სრულად დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში

 

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძ­­ლება მოიპოვოს  სტუდენტმა, რომელიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას: სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავ­ლო­ბა­ში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­­­რებელი დოკუმენტი მიიღეს “ოკუპირებული ტერიტორიების შე­­­სა­ხებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუ­პირე­ბულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერი­ტო­რია) არ­­სე­­ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რო­მელ­­თა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დად­გე­ნილი წესით, ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგ­ვის­­ტო­მ­დე ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტე­­რი­ტო­­­­რიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების და­მადას­ტუ­რე­­ბე­ლი დოკუმეტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგ­ლებს გა­­­რეთ.

 

ასევე, სოციალური დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა, ბომლებიც ბოლო სამი წლის განმავ­ლო­ბაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამა­დას­ტუ­რებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლო­გიური მიგ­რაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათ­ლებლო და­წე­­სებულებებში.

 

ამ კატეგორიის სტუდენტებს გრანტის მიღება შეუძლიათ ყველა სასწავლო ფაკულტეტზე, გარდა: სამართალი,  ჯანდაცვა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და საჯარო მმართველობა.

 

დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც არიან: კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მო­სახ­ლეობის შთამომავლები, მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები, სტუდენტები, რომელთა ოჯა­ხები რეგისტრი­რებული არი­ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბა­ზა­ში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე. 

 

ასევე, წელს პირველად დაფინანსდებიან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თუკი თანხა სრულად არ გაიხარჯა ამ კატეგორიის სტუდენტებზე, იგი მოხმარდება  საქართველოს ტერი­ტო­რიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვ­­ლოდ დაკარგულთა შვილებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოი­პოვეს სრუ­­ლი გრანტი, ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის 2008–2012 სასწავლო წლებში.  

დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2012 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი