ახალი ამბები

Reuters: აშშ-დან გაზრდილი ვიზიტორების გამო კანადის საიმიგრაციო საიტი გაითიშა

9 ნოემბერი, 2016 • 1437
Reuters: აშშ-დან გაზრდილი ვიზიტორების გამო კანადის საიმიგრაციო საიტი გაითიშა

Reuters-ის ცნობით, დღეს, 9 ნოემბერს, კანადის მთავარი საიმიგრაციო ვებგვერდი გაითიშა, ხოლო ახალი ელანდიიდან იტყობინებიან, რომ გაიარდა აშშ-დან მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც მათ ქვეყანაში მუშაობა სურთ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს.

Reuters იტყობინება, რომ კანადის საიმიგრაციო საიტი cic.gc.ca 8 ნოემბერს, ღამით გაითიშა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ლიდრობა აშშ-ის საპრეიდენტო არჩევნებში გამოიკვეთა. საიტზე წვდომა 9 ნოემბერს, თბილისის დროით 11:00 საათეც შეუძლებელია.

გამოცემის ცნობით, ინტერნეტის მომხმარებლები აშშ-ში, კანადასა და აიაში ამბობენ, რომ ვერ შედიან საიტე.

Reuters-ის ცნობითვე, ახალი ელანდიის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ საიტე Newzealandnow, რომელიც გასცემს საცხოვრებელ და სტუდენტურ ვიებს, აშშ-ის 1593 მოქალაქე დარეგისტრირდა 7 დღეში, 1 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე, რაც საშუალო თვიურ მაჩვენებელე 50%-ით მეტია.

აღნიშნულ საიტე აშშ-დან ვიიტების რაოდენობა 2016 წლის 7 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე გაიზარდა და 41,000-ს მიაღწია, რაც 80%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

როდ დრიურიმ, ახალ ელანდიაში დაფუნებული კომპანიის “ქსერო” აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-ს განუცხადა, რომ არჩვენების შესაძლო შედეგის გამო აშშ-ის მოქალაქეებს ახალ ზელანდიაში მუშაობის ინტერესი გაეზარდათ. იგი ამბობს, რომ ის, რასაც ხუმრობად მიიჩნევდნენ, რეალობა ხდება.

“უამრავი გავნილი მივიღეთ იმის თაობაე, შეიძლება თუ არა დაიწყონ ჩვენთან მუშაობა, ჩვენ ვპასუხობთ, რომ “დიახ, შეგიძლიათ”. ახლა უნდა ვნახოთ, ეს ყველაფერი ქმედებებში თუ გადაირდება და მომავალ ერთ თვეში მართლაც თუ ჩამოვლენ”, – ამბობს დრიური.

მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა დაიწყეს ხუმრობა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკას დატოვებდნენ, კანადელებმა ეს იდეა აიტაცეს. თებერვალში კანადის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე კუნძული ქეიფ ბრეტონი წარმოაჩინეს როგორც მშვიდი ადგილი დევნილების მისაღებად.

Usatoday-ს ავტორი დები კამინერი იხსენებს, რომ 2004 წელს, როდესაც ჯორჯ ბუში იყრიდა კენჭს პრეზიდენტის პოსტზე, მაშინაც წერდნენ ამერიკელები, რომ დატოვებდნენ ქვეყანას. თუმცა, მისი არით, ასეთი მუქარები არ არის პრინციპული, რადგან თითქმის არავინ ტოვებს ქვეყანას არჩევნების შედეგის გამო. როდესაც ბუშმა მოიგო არჩვენები, მხოლოდ რამდენიმე ამერიკელმა დატოვა ქვეყანა, ამბობს ავტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი