მაჟორიტარ კანდიდატთა სია ასე გამოიყურება:
მთაწმინდის ოქლში – არჩილ გეგენავა, რომელიც მოქმედ პარლამენტში ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია; კრწანისში – დავით საყვარელიძე, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე; ვაკეში – გიორგი კარბელაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; საბურთალოზე – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძე; ისანში – იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე; სამგორში – პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი; დიდუბეში – თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ჩაჩანიძე; ჩუღურეთში – საქართველოს პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე; გლდანში – გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ხაჩირიშვილი; ნაძალადევში – პარლამენტარი მერაბ სამადაშვილი.