ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმს კომეის განცხადებით, გამოძიებამ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის იმეილების საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა. კომეის თქმით, კლინტონს სახელმწიფო პოსტზე ყოფნის დროს ელექტრონული ფოსტის პირადი სერვერის მოხმარების გამო პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.
ივლისში ბიურომ საქმის გამოძიება შეწყვიტა, მაგრამ დამატებითი მეილების აღმოჩენის შემდეგ, 28 ოქტომბერს, გამოძიება განაახლა. მათ 11 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ იმეილები შეესწავლათ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე კი ბიურომ კვლავ განაცხადა, რომ კლინტონის ბრალეულობა არ იკვეთება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი პირადი იმეილ-სერვერიდან სახელმწიფო მნიშვნელობის მეილებს აგზავნიდა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. გამოძივამ დაადგინა, რომ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი ინფორმაცია კლასიფიცირებულ ინფორმაციას არ შეიცავდა. სწორედ ეს იყო გამოძიების დაწყების მოტივი. რესპუბლიკელი კანდიდატი, დონალ ტრამპი ამ დრომდე დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო ბიურო კლინტონის დანაშაულის დაფარვას ცდილობს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება. ამ დროისათვის, BBC-ის გამოთვლებით, კანდიდატებს შორის სხვაობა დაახლოებით 1%-ია. BBC-იმ 5 ამერიკული მედიაორგანიზაციის ეგზითპოლების საშუალო მაჩვენებელი გამოთვალა, რომლის თანახმადაც, კლინტონს ხმათა 45%, ხოლო ტრამპს 44% აქვს.