ახალი ამბები

FBI ჰილარი კლინტონის “იმეილების საქმის” გამოძიებას განაახლებს

28 ოქტომბერი, 2016 • 2147
FBI ჰილარი კლინტონის “იმეილების საქმის” გამოძიებას განაახლებს

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმ კომეის განხადებით, ბიურო აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის პირადი სერვერიდან გაგზავნილი იმეილების საქმის გამოძიებას განაახლებს. კლინტონმა აღიარა, რომ პირად სერვერს სახელმწიფო საქმეებთან დაკავშირებით მიმოწერისათვის იყენებდა.

კომეის თქმით, გამოძიება დაადგენს, გასცემდა თუ არა კლინტონი სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასაც პირადი ელექტრონული ფოსტით. FBI-იმ უკვე დაადასტურა, რომ კლინტონს ამ სახის ინფორმაცია ჰქონდა პირად ელექტრონულ სერვერზე. კომეიმ კლინტონის საქციელს წინდაუხედავი უწოდა, თუმცა დანაშაულის ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი პირადი იმეილ სერვერიდან სახელმწიფო მნიშვნელობის მეილებს აგზავნიდა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მოგვიანებით შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი