გთავაზობთ 7 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ნატოს «მტკიცე მხარდაჭერის მისიისა» და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან. შეხვედრის მთავარი თემა იქნება ავღანეთისადმი საერთაშორისო მხარდაჭერასთან და ნატოსა და ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მისიებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს როლი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალი ჯონ ნიკოლსონი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. მისამართი: ინგოროყვას ქ.#7, მთავრობის ადმინისტრაცია, მესამე სართული.


12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებულ კონკურსთან “ახალი ქართული პიესა 2017” დაკავშირებით. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი გაუძღვებიან. მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4.


15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თბილისი მერი წარმატებულ მაგისტრანტებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიას გადასცემს. მისამართი: ლადო გუდიაშვილის N7. საკონტაქტო პირი: თიკო მგელაძე – 591902080.


18:00 საათზე, არტისტერიუმი 9/2016 ფარგლებში გალერეა კონტეინერში მოეწყობა ჯგუფური გამოფენა “მე-6-ე ელემენტი”. მონაწილეები: რიტა ხაჩატურიანი, ივა ქეშელაშვილი, ანა ბოკო, ტატო ახალკაციშვილი, ედუარდ დე პაზზი, თინათინ კიღურაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ხეთაგური და ვახო ბუღაძე.


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *