ახალი ამბები

მმართველ პარტიაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციაზე ისაუბრეს

10 აგვისტო, 2012 •
მმართველ პარტიაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციაზე ისაუბრეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეს-სპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციისთვის მათი პოლიტიკური გაერთიანების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.


მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი პრიორიტეტი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა, რისთვისაც აუცილებელია, მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე რეაგირება და მათი პრევენცია. თაქთაქიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” იურისტებმა ცესკოს მიერ ორგანიზებული გადამზადების კურსები გაიარეს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხებოდა.


ტრენინგზე ისინი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ცესკოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს პრინციპებს გაეცნენ. ცესკოს სახელმძღვანელო რეგიონuლი ოფისების ხელმძღვანელებსაც გადაეგზავნათ.


„მათ მიეცათ ინსტრუქცია, რომ იხელმძღვანელონ არა მარტო ამ სახელმძღვანელოს მიერ დადგენილი ნორმებით, არამედ საარჩევნო კოდექსითაც. გარდა ამისა, ამავე საკითხზე უწყებათაშორისი კომისიაც აქტიურად მუშაობდა რეგიონებში და რეგიონალურ ოფისებს მათ მიერ ჩამოყალიბებული ორი რეკომენდაციაც გადაეგზავნათ“ – განაცხადა თაქთაქიშვილმა.


მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი