ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში ქვეყნის ლიდერებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა “დიპლომატის დღე” აღნიშნეს

4 ნოემბერი, 2016 • 3032
თბილისის საკრებულოში ქვეყნის ლიდერებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა “დიპლომატის დღე” აღნიშნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და სხვა მინისტრები, თურქეთის, ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების ელჩები – დიპლომატიური კორპუსი 2016 წლის 4 ნოემბრის საღამოს თბილისის საკრებულოს შენობაში შეიკრიბნენ “დიპლომატის დღის” აღსანიშნავად.

სტუმრებს სიტყვით თავდაპირველად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მიმართა, შემდეგ – პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შემდეგ კი —  საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

“დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა დიპლომატს, პირველ რიგში, ქართველ დიპლომატებს. საქართველოს სწორედ დიპლომატიურ ფონზე სჭირდება განსაკუთრებული მოქნილობა, განსაკუთრებული სიბრძე, განსაკუთრებული პრინციპულობა. მე მოხარული ვარ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო ჰყავს ძალიან კვალიფიციური, კარგად მომზადებული დიპლომატიური კორპუსი, რომელიც მთელ მსოფლიოში იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წინა თავმჯდომარემ, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმაც: “ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც 25 წლის წინ აღიდგინა დამოუკიდებლობა და, ფაქტობრივად, მყისიერადვე დაირღვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ იწყებდა განმტკიცებას, ქართველი დიპლომატები თავიანთი საქმიანობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამტკიცებდნენ ამ ქვეყნის იმიჯს, რომელიც რეალურად აერთიანებს ევროპასა და აზიას და შესაძლებლობას ქმნის უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობისათვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

“როგორც დიპლომატი, ვიზიარებ ქართველი დიპლომატების სიამაყეს, რადღან დღეს მათთვის მნიშვნელოვანი დღეა. სიამოვნებაა ჩემთვის, საშუალება მქონდეს, ვიმუშაო ქართველ დიპლომატებთან ერთად”, – თქვა თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

“დიპლომატის დღე” ჟურნალისტებთან საუბრისას სხვა პოლიტიკოსებმა და ელჩებმაც მიულოცეს ქართველ დიპლომატებს, თუმცა სხვა საკითხების შესახებ დიპლომატის დღეზე შეკრებილ პოლიტიკოსებსა და ელჩებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

“დიპლომატის დღის” აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდა მართლადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი ილია II-ც, თუმცა იგი არც სიტყვით გამოსულა და არც ჟურნალისტებთან უსაუბრია. მან ლიდერების მისალმების შემდეგ მალევე დატოვა საკრებულოს შენობა. მიღებაზე იმყოფებოდნენ საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებიც.

“დიპლომატის დღე” საქართველოში 2004 წლიდან აღინიშნება 4 ნოემბერს და უკავშირდება XVII-XIII საუკუნეების ქართველი მწერლისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ერთად შემოვიდნენ თბილისის საკრებულოს შენობაში. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ ლუკა პერტაია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ერთად შემოვიდნენ თბილისის საკრებულოს შენობაში. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ ლუკა პერტაია

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, საკრებულოში "რესპუბლიკელების" ყოფილი ლიდერი, დავით უსუფაშვილი მოვიდა. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ ლუკა პერტაია

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, საკრებულოში “რესპუბლიკელების” ყოფილი ლიდერი, დავით უსუფაშვილი მოვიდა. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ ლუკა პერტაია

დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი "დიპლომატის დღეზე". 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ ლუკა პერტაია

დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი “დიპლომატის დღეზე”. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ ლუკა პერტაია

დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, პატრიარქი ილია II და გიორგი კვირიკაშვილი "დიპლომატის დღეზე". 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ ლუკა პერტაია

დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, პატრიარქი ილია II და გიორგი კვირიკაშვილი “დიპლომატის დღეზე”. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ ლუკა პერტაია

საფრანგეთის ელჩი საქართველოში - პასკალ მენიე. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საფრანგეთის ელჩი საქართველოში – პასკალ მენიე. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თურქეთის ელჩი საქართველოში - ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თურქეთის ელჩი საქართველოში – ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი