ახალი ამბები

ანონსი: 4 ნოემბერი

3 ნოემბერი, 2016 • 1791
ანონსი: 4 ნოემბერი

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ პარასკევს, 4 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 – სასტუმრო “ამბასადორში” სახალხო დამცველი საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებთან ერთად მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს.


11:00 – დავით ნარმანია ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის გუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დაათვალიერებს. მისამართი: გუდამაყრისა და ჩარგლის ქუჩების კვეთა. საკონტქატო ინფორმაცია: 577 555 488


საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ჩატარდება ბრიფინგი თემაზე: რამდენად შეესაბამება ქართულ პოლიტიკურ რეალობას ასეთი მრავალრიცხოვანი პარტიული სპექტრი. ბრიფინგს ჩაატარებენ (მისამართი: მერაბ კოსტავას #68):

11.30. „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ ნანა ტოხვაძე- პარტიის წევრი;

12.00 თამაზ გაბისონია . ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეთიკური ურთიერთობები“;

12.30. ხათუნა მაჭავარიანი. „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარე;

13.00.მამუკა გიორგაძე „სახალხო პარტია“;

13.30. მალხაზ გორგასლიძე „პარტია თავისუფლების” აღმასრულებელი მდივანი;

14.00 გიორგი ლაღიძე. პარტია “ მომავალი საქართველოს” თავმჯდომარე;


12:00 – თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი  ვერეს ხეობაში,  გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების ჩანაცვლების სამუშაოებს დაესწრება. საკონტაქტო ინფორმაცია: 577  733 182;


12:00 – საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ხელს მოაწერს მემორანდუმს Microsoft-თან, რომელიც საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პრაქტიკების მხარდასაჭერად Wi-Fi ტექნოლოგიის დანერგვის კუთხით თანამშრომლობას ეხება. ადგილი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უზნაძის ქ.52.


13:00 – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის სათავო ოფისში (აბულაძის 8) გამართავს ბრიფინგს შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.


13:00 –  “საქართველოში ესტონური დღეების” საზეიმო, დასკვნითი ღონისძიების გახსნა. 4 ნოემბერს “ფაბრიკაში” (ნინოშვილის #8). ღონისძიება 19:00-მდე გაგრძელდება. ღონისძიებას დაესწრებიან ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კარელსონი, ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი ვოლი კალმი და სხვები.


17:00 – “ბრიტიშ პეტროლიუმის” ოფისთან (ცინცაძის 24-ში) დაიწყება საპროტესტო აქცია-მსვლელობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლი კომპანიის, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” წინააღმდეგ, კომპანიის მიერ ზვარეში დასაქმებული მუშების მხარდასაჭერად.  აქციის მონაწილეები მოგვიანებით “საქართველოს რკინიგზასთან” გადაინაცვლებენ.


19:00 – დიპლომატის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ქ. თბილისის საკრებულოში სადღესასწაულო მიღებას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი