ახალი ამბები

ფანჯიკიძე: რუსეთი, როგორც ოკუპანტი უნდა გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან

7 აგვისტო, 2012 •
ფანჯიკიძე: რუსეთი, როგორც ოკუპანტი უნდა გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან

“რუსეთი არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და იმ ხელშეკრულებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა სარკოზთან ერთად. მას აღიარებული აქვს საქართველოს განუყოფელი ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები. ამისგან გნსხვავებულს თქვენ ვერაფერს ვერ მოისმენთ კოალიციის ვერცერთი ლიდერისგან, მათ შორის ვერც ბიძინა ივანიშვილისგან.
რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის ჯარმა ამ ომში გადაწვა ქართველების სახლები, დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები, ეს ტრაგედიაა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ამ საფრთხის თავიდან აცილება შეეძლო 2008 წელს.

“საქართველოს მთავრობას მაშინ არ გაუკეთებია ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სფრთხე თავიდან აეცილებინა. ეს იყო რუსეთის პროვოკაცია, რომელსაც წამოეგო საქართველოს ხელისუფლება. თუმცა, შეიძლებოდა, ეს ასე არ ყოფილიყო. შემზარავია ის გეტოები, სადაც ამ ტრაგედიის შემდეგ ეს ხალხი ცხოვრობს. ეს არის უღირსი პირობები დევნილებისთვის. ზოგიერთი მათგანი მეორედ იქცა დევნილად საკუთარ ქვეყანაში. ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის.  2008 წელს მე გახლდით საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში და დღე და ღამე ვიცავდი საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჰოლანდიის  მთავრობასთან. მე ჩემი ვალი მოხდილი მაქვს მაშინ, როდესაც ეს მე მევალებოდა”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი