ახალი ამბები

ანონსი – 3 ნოემბერი

2 ნოემბერი, 2016 •
ანონსი – 3 ნოემბერი

გთავაზობთ 3 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.


10:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი გახსნის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ორგანიზებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის კავშირის ინიციატივის „ევროკავშირის ბიზნესისთვის“ მიერ. კონფერენცია ჩატარდება სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“. მისამართი: თბილისი, ვარდების მოედანი N1.


10:00 საათზე, “ფაბრიკას” საკონფერენციო დარბაზში “ესტონური დღეები საქართველოში” პრესკონფერენცია გამართავს. ესტონური დღეები საქართველოში 4 ნოემბრამდე გრძელდება: სამი დღის განმავლობაში თბილისის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთ გაეცნონ ესტონურ კულტურას, კულინარიას, განათლებასა და მეცნიერებას. ესტონური დღეები საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც მოიცავს, რომელთა მეშვეობით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებზე, დაესწრებიან სხვადასხვა საინტერესო ლექციებს, სემინარებსა და ვორქშოპებს. მისამართი: თბილისი, ნინოშვილის ქ. N8.


11:00 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საზოგადოებრივი გაერთიანება ‘ საყდრისის კომიტეტი- კულტურული მემკვიდრეობისთვის’ ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: ვინ არის პასუხისმგებელი ვარძიის უნიკალური ფრესკის დაზიანებზე. მისამართი: მ. კოსტავას N68.


11:00 საათზე, გორში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დევნილებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცემათ. მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილის N68.


13.00 საათზე, „პროგრესულ-დემოკრატიული „ პარტიის თავმჯდომარე ლაშა სტურუა, 13:30 საათზე “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი, ხოლო 14:00 საათზე “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ლეილა გაფრინდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ბრიფინგს ჩაატარებენ. თემა: ონლაინ სესხები. პირველი არხის ცნობით, ჟურნალისტები ბრიფინგის დაწყებამდე პრესცენტრში 10 წუთით ადრე უნდა მივიდნენ. მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. N68.


14:00 საათზე, ტექნო პარკში გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უნიკალური ინკლუზიური პროგრამის პრეზენტაცია. შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამის ფარგლებში, სამინისტრო UG Lemono Trainings ცენტრთან ერთად იწყებს პროექტს მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლის მიზნით. მერიის ცნობით, მონაწილეებს მიეცემათ შანსი დაეუფლონ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას და გახდნენ მოთხოვნადი კადრები გლობალურ ბაზარზე. პროგრამირების შესწავლა იწყება პირველი საფეხურიდან და წინასწარ სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს. ინტენსიური პროგრამა გაგრძელდება 3 თვე. ტრეინინგ-კურსის დასრიულების შემდეგ საქართველოში პირველად შეიქმნება ინკლუზიური სტარტაპი. მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ამ ბმულზე. მისამართი: ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი.


3 ნოემბერს, სასტუმრო „Holiday Inn”-ში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება ,,ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი პრესკონფერენცია სახელწოდებით “საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” და მიმდინარეობს სლოგანით “ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად”. საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი – 595956103, მარიკა დავითულიანი – 599257172. მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი N1.


19:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ტექნოპარკში მაიქროსოფტის გენერალური მენეჯერი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – მაიკლ კოგელერი ჩაატარებს სემინარს თემაზე ,,ტექნოლოგიების განვითარება და მისი მომავალი”. მისამართი: ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი.


მასალების გადაბეჭდვის წესი