პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ დავით თარხან-მოურავს ფეისბუკზე არავითარი გვერდი არ აქვს, შესაბამისად, სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებული ინიციატივები ამ უკანასკნელს არ ეკუთვნის.
ერთ-ერთი ფეისბუკ-გვერდი “დავით თარხან-მოურავი – ოფიციალური გვერდი” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ბაღდათის რაიონისთვის სახელის გადარქმევისა და “მაიაკოვსკის” დარქმევის ინიციატივით გამოდის, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს თარხან-მოურავის თანაშემწემ განუცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“დავით თარხან-მოურავი ფეისბუკით საერთოდ არ სარგებლობს”, – აცხადებენ პარტიაში.
დავით თარხან მოურავის სახელით ფეისბუკზე ამ დროისთვის რამდენიმე გვერდი იძებნება.