კახეთში, სამცხე ჯავახეთსა და მცხეთა–მთიანეთში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ევოკავშირი € 118,000 ევროზე მეტ დახმარებას გამოყოფს.
19 ივლისს სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთი რაიონი ძლიერმა ქარიშხალმა, წვიმამ და სეტყვამ დააზარალა. 20 000–ზე მეტმა ოჯახმა დიდი დანაკარი განიცადა; მათ სახლ–კარი და მოსავალი გაუნადგურდათ. დაინგრა გზები, მწყობრიდან გამოვიდა კომუნიკაციები და წყლის სისტემა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაკვეთები, დაიღუპა საქონელი და განადგურდა მოსავალი.
ევროკომისია ყველაზე მეტად დაზარალებულებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის € 118,590 ოდენობის დახმარებას გამოყოფს. ეს დახმარება გაიცემა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით, რომელიც, თავის მხრივ, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციების კომიტეტის ბუნებრივი კატასტროფების დახმარების საგანგებო ფონდის (DREF) დაფინანსებით მოქმედებს. ამ დაფინანსების საშუალებით დაზარალებულებს დაურიგდებათ ლეიბები, საბნები, საკვების დასამზადებელი და ჰიგიენის საშუალებები და ცელოფანის/ბრეზენტის საფარი.







