ახალი ამბები

ცესკოში ამომრჩეველთა 11 საინიციატივო ჯგუფის განაცხადია შესული

6 აგვისტო, 2012 •
ცესკოში ამომრჩეველთა 11 საინიციატივო ჯგუფის განაცხადია შესული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის 19 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული.

1. პ/გ „ახალი მემარჯვენეები”, 2. “მერაბ კოსტავას საზოგადოება”; 3. პ/მ ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”; 4. პ/გ “კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო”; 5. “საქართველოს კონსერვატიული პარტია”; 6. პ/გ ,,საქართველოს ევროპელი დემოკრატები”; 7. პ/გ ,,ქართული დასი’’; 8. ,,საქართველოს მწვანეთა პარტია”; 9.”ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, 10. პ/გ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”; 11. პ/გ ,,ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”; 12.“შალვა ნათელაშვილი  –  საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, 13. პ/გ „ეროვნული ფორუმი”; 14.”სახალხო მოძრაობა”; 15. ,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია”; 16. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს”; 17. ,,ტრადიციონალისტები”; 18. “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა”; 19. პ/გ პ/გ ,,ქრისტიან-დემოკრატიული
მოძრაობა”.

როგორც “ნეტგაზეთს” ცესკოდან განუცხადეს, უკვე შეწყდა რეგისტრაციისთვის განცხადებების მიღება. ამ დროისთვის განცხადება ცესკო–ში რეგისტრაციის თაობაზე 41 პოლიტიკურ პარტიას აქვს წარდგენილი. დარეგისტრირებული კი 19 პოლიტიკური პარტიაა. რეგისტრაცია გრძელდება.

ასევე, ცესკო–ში განაცხადი 11 ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს აქვს შეტანილი.

პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარდება.

საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი