9:00 – თბილისში იხსნება „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია. სესიას გახსნიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის“ თავმჯდომარე კოსი ლოუ. სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ რუსთაველის 29.
10:00 – მრგვალი მაგიდის შეხვედრა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა ინსპექტირების მექანიზმის შემუშავების შესახებ. შეხვედრას დაესწრებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
11:00 – სასტუმროში Hotels & Preference Hualing Tbilisi, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო კონფერენციას „საერთაშორისო გამოცდილება – მეცხოველეობის დარგში ინვესტირებისა და წარმატებისთვის კავკასიის რეგიონში“ დაესწრება.
12:00 – ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში (ვაჟა-ფშაველას #1), იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროექტ „50 საჯარო მოხელის“ 6 საუკეთესო მონაწილესინგლისის მენეჯმენტისა და ენის საერთაშორისო კოლეჯში (MLS International College) ერთთვიანი სასწავლო კურსით დააჯილდოებს. როგორც ამას პროექტის პირობები ითვალისწინებს, სწავლება სრულად ფინანსდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ.
18:30 – მწერალთა სახლში გაიმართება ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნის „პანორამა/ისტორია“ წარდგინება.
18:30 – „ხელოვნების და კომუნიკაციების აკადემიის“ საგამოფენო დარბაზი გიწვევთ თვითნასწავლი მხატვრის სპარტაკ ჭეხანის პერსონალური გამოფენის გახსნაზე. ხელოვნებისა და კომუნიკაციების აკადემია,დ.უზნაძის 50.(მარჯანიშვილის თეატრთან)
