ქართველმა ძალოსნამა რაულ ცირეკიძემ (85 კგ) დღეს ოლიმპიურ ფიცარნაგზე გამოსვლა ატაცით დაიწყო. სამი ცდიდან მან მხოლოდ პირველი გამოიყენა და 162 კგ. დასძლია.
დისციპლინა აკვრაში კი სამი საშუალებიდან პირველი ორი, შესაბამისად, 195კგ. და 200 კგ. აწია, მესამე ცდაზე 202 კგ. შეუკვეთა და მისი დაძლევის შემთხვევაში ქართველი ძალოსანი ბ ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა. სამწუხაროდ, ცირეკიძემ მესამე ცდა გააცუდა და ჯგუფის პირველობა ბელორუს ნოვიკაუს დაუთმო.
საბოლოოდ, რაულ ცირეკიძემ ასპარეზობა ორჭიდის ჯამში (362 კგ.) დაასრულა.
საღამოს დაიწყება ა ჯგუფის ძალოსანთა გამოსვლები, სადაც პლანეტის უძლიერესი სპორტსმენები არიან თავმოყრილნი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი შედეგი ქართველ ოლიმპიელს მედლის მოსაპოვებლად ეყოს.