ახალი ამბები

ანონსი: 1 ნოემბერი

1 ნოემბერი, 2016 • 1756
ანონსი: 1 ნოემბერი

10:30 “პირველის პრესკლუბში”, “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საპარლამენტო არჩევნები, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.

11:00 “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არჩევნების შედეგები, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.

11.00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტში დაწყებული ცვლილებების თემაზე ბრიფინგს გამართავს.
ადგილი: თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107

11:30 „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელი ბრიფინგს გამართავს.

11:30 საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ სიით გასული დეპუტატი თემურ ჭკუასელი პორტალ კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:30 “პირველის პრესკლუბში” “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი პაატა ზაქარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პარტიის დატოვების მიზეზები, სამომავლო გეგმები, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.

12:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა თემაზე ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის შედეგები

15:00 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ოქტომბრის თვის საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკურ მონაცემებს შეაჯამებს.
ადგილი: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო ”რუსთაველი ბუტიკ ჰოტელ“

19:00 მოძრაობის თეატრში,  სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირი“  პრემიერა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი