ახალი ამბები

ლიპარტელიანმაც დაასრულა ასპარეზობა

1 აგვისტო, 2012 •
ლიპარტელიანმაც დაასრულა ასპარეზობა

ქართველ ძიუდოისთა მთავარმა იმედმა და, შეიძლება ითქვას, ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ.) ყველასთვის უცნობ ავსტრალიელ მარკ ენტონისთან წააგო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ჭიდაობა აქტიურად დაიწყო, მალე მის მიერ წამოწყებულ ილეთზე წამოეგო და ვაზარით დამარცხდა. მართალია, ამის მერე მან ერთი იუკო მიითვალა (მანამდე ერთი ჰქონდა), მაგრამ ავსტრალიელის დასამარცხებლად ეს არ ეყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი