ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Surkovleaks: კრემლის მხილება აფხაზეთში

30 ოქტომბერი, 2016 • 2221
Surkovleaks: კრემლის მხილება აფხაზეთში

უკრაინელი ჰაკერების მიერ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის საფოსტო ყუთში არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებამ აფხაზეთში აფეთქებული ბომბის ეფექტი გამოიწვია. გაოგნებულ საზოგადოებას ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია ინფორმაცია, რომელსაც შეიცავდა “კიბერხუნტის” მიერ გავრცელებული უზარმაზარი, თითქმის ერთი გიგაბაიტი მოცულობის საფოსტო შეტყობინებები. თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკის პოლიტიკაში კრემლის ამ თვალსაჩინო მარცხს სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ამჟამად რუსეთის სახელმწიფო ინფორმაციული რესურსების ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ აღნიშნულ არქივს ფეიკი [ყალბი] დაარქვას. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღით ადრე  “კიბერხუნტა” იუწყებოდა  უკრაინაში არსებული სიტუაციის რყევების შესახებ, თითქოს სურკოვის yandex.ru-ს გატეხილ ანგარიშს აქვეყნებდა გეგმით “შატუნი”. როგორც ჩანს, ეს დოკუმენტი კრემლის ფოსტის საინფორმაციო დაცვის ნაწილია, რომელიც ჰაკერებს ჩაუგდეს ხელში. მათ კი ვერ შეძლეს მიღებული ინფორმაციის ხარისხის შეფასება.

დღეს რუსეთის საინფორმაციო ფრონტის თანამშრომლები გადასული არიან “გეგმა “შატუნის” მხილებაზე – სურკოვს ფოსტა არ აქვს, ის ასე არ წერს [რომ არ წერს “უკრაინაში” და წერს “უკრაინაზე”] და ა.შ. მთავარია, ხალხმა იფიქროს, რომ ათასობით წერილი, რომელიც 2013-2014 წლებში სურკოვის მისაღების ელექტრონულ მისამართზე prm_Surkova@gov.ru მივიდა, ფეიკია.

ბოლო დღეებში მხოლოდ იმით ვარ დაკავებული, რომ ამ არქივების საკითხზე ვმუშაობ. წერილების დიდი ნაწილი თავისი არსით უკრაინის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ არსებული პრესის განხილვაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ყოველდღიური სამუშაო ორივე რესპუბლიკას ეხება, ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ შეიძლება იყოს ფალსიფიკაცია. სურკოვის თანამშრომლები ყოველდღიურად კითხულობენ მასალებს აფხაზეთის შესახებ, მათ შორის “ეხოკავკაზას”. რა თქმა უნდა, აგზავნიან მათ ამონარიდებს ან სრულ მასალას სურკოვის მიმღებში. განსაკუთრებით საგულისხმოა მითითება “ეხო კავკაზა, ვაშინგტონი”, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ პრაღიდან ვმაუწყებლობთ.

ათასობით მიმოხილვაში სხვა დოკუმენტებიც მოიპოვება, რომლებმაც უკვე გამოიწვია დიდი ხმაური. მაგალითად, სია- “მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლებთანაც აუცილებელია ურთიერთობების დამყარება”. მასში ბევრი ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსი მოხვდა, რომლებსაც გარკვეული დახასიათება აქვთ – როგორ უნდა გამოიყენო თითოეული, რა მოტივაცია შეიძლება მათ ჰქონდეთ.

მაგალითად, ტარას შამბა -ინიციატორი,” აფხაზეთის სახალხო პრეზიდენტი”, მასტიმულირებელი მოტივი – ისტორიაში დარჩენა (დაბადების წელი 1938). მართლაც, ტარას მირონოვიჩმა ამ დოკუმენტის აღწერის მომენტში (სავარაუდოდ, ალექსანდრ ანქვაბის გადადგომის შემდეგ და ახალი ხელისუფლების ფორმირებამდე იყო შედგენილი) უკვე მოასწრო გამხდარიყო რუსეთის ფედერაციასთან ასოცირების შეთანხმების თემის ინიციატორი.

საინტერესო ფიგურაა დოკუმენტში ასტამურ ტანიაც, რომელიც “რაულ ხაჯიმბას ნეიტრალიზაციის ინსტრუმენტად არის წოდებული, რომლის მოტივაციაა “ფული – ადგილის გარანტია სახელისუფლებო მოდელის მომავალ კონფიგურაციაში”. აღსანიშნავია, რომ ტანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ადგილი მოიპოვა, მაგრამ ამასწინათ ისევ დაკარგა. იგივე დაემართა სხვა ორ პოლიტიკოსებსაც, ბესლან ბუტბას და ლეონიდ ძიაპშპას (პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი), რომლებიც თითქოს “ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს განხეთქილებისთვის” არიან საჭირო.

მთლიანობაში, ამ დოკუმენტში და შემდგომში გამოქვეყნებულშიც ჩანს რუსული მხარის მიერ რაულ ხაჯიმბასადმი გამოხატული უნდობლობა და სურვილი, სრულ კონტროლზე აიყვნონ. მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში რაულ ხაჯიმბას მიერ ხელმოწერილმა “საზოგადოებრივმა შეთანხმებამ” ახალგაზრდულ ორგანიზაცია “აინართან”  რუსული მხარის მოულოდნელი მღელვარება გამოიწვია. სურკოვის თანამშრომელი პირდაპირ წერს, რომ შეთანხმების ორი ასპექტი “კანდიდატებთან ჩვენი მოლაპარაკებების საგანს შეეხება”. საუბარია იმ საერთაშორისო შეთანხმების მიუღებლობაზე, რომელიც აფხაზეთის სუვერენინიტეტს საფრთხეს უქმნის, ასევე, დროებითი მორატორიუმის დაწესებაზე, რომელიც უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვას ეხება. “აღნიშნული დოკუმენტის დამოუკიდებლად ხელმოწერას (უახლოესი გარემოცვა, ასტამურ ტანია, ვიტალი გაბნია არ იყვნენ საქმის კურსში ხაჯიმბას მოქმედბების შესახებ) ვაფასებთ, როგორც ნეგატიურ სიგნალს”.

ამ წერილიდან ჩანს, რომ კანდიდატებმა (მრავალრიცხოვანი) თანხმობა განაცხადეს აფხაზეთის სუვერენიტეტის შემცირებასა და უცხოელებისთვის უძრავი ქონების გაყიდვაზე. მეორე დოკუმენტში რუსეთის მოთხოვნებია, რომელსაც სწორედ ხაჯიმბა დათანხმდა. აქ საკითხები უფრო მეტად არის დაკონკრეტებული – “გაერთიანებული შეირაღებული დაჯგუფება, ერთი საზღვრის გახსნა და მეორის დახურვა, ჩვენი ყოფნა საზღვაო და საჰაერო პუნქტებზე, შსს საკოორდინაციო ცენტრი”. ამასთან, ხაჯიმბა პატივისცემას ითხოვს, რასაც სურკოვის თანამშრომელი აშკარა ირონიით აღწერს- “თანასწორი მოლაპარაკებები, აფხაზებმა პოზიციები დაიცვეს” და ა.შ.

მიმოწერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის აფხაზური არასამთავრობო “ორგანიზაციების თავყრილობა”. დასახული ამოცანა აღწერილია, როგორც რთული, რამდენდაც არამსათავრობო სექტორი ამჟამად ანქვაბისტებით არის წარმოდგენლი, რომლებიც  მრავალვექტორულობისა და საქართველოსთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ჰუმანიტარული ურთიერთობის დალაგების” აშკარა აპოლოგეტები არიან.

ამ დროისთვის მხოლოდ ესაა, თუმცა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჰაკერები იმუქრებიან 2015-2016 წლების მიმოწერების მალე გამოაქვეყნებით. ალბათ, ამიტომაც აფხაზი პოლიტიკოსების უმრავლესობა დუმს, ვინაიდან არსებობს ისეთი რამ, რისიც უნდა ეშინოდეთ.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი