ახალი ამბები

“დასაქმებული საფრთხეშია” – გამაფრთხილებელი აქცია კანცელარიასთან

28 ოქტომბერი, 2016 • 1616
“დასაქმებული საფრთხეშია” – გამაფრთხილებელი აქცია კანცელარიასთან

დღეს, 28 ოქტომბერს, შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით პროფკავშირების გაერთიანებამ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა კანცელარიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა.

“ჩვენი შრომითი უფლებების დასაცავად შრომითი ინსპექცია უნდა შეიქმნას. ჩვენ ხარაგაულში  უსაფრთხო გარემოში არ ვმუშაობთ, არ ვიცით, ვის, როდის და რა დაგვემართება. ჩამოვედით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამ აქციას და მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას,” – ამბობს მინდია ოკრიბელაშვილი, ხარაგაულში მშნებარე  სარკინიგზო გვირაბის მუშა.

დღეისათვის შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა მხოლოდ საწარმოს ნებართვის შემთხვევაში (თუ საქმე ტრეფიკინგს არ ეხება) შეუძლია. ამასთან, საწარმო ვალდებული არ არის, შეასრულოს ინსპექციის მიერ მისთვის მიცემული რეკომენდაცია.  რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელი, ილია ლეჟავა მიიჩნევს, რომ ეს მექანიზმი არ მუშაობს:

“წლებია ამ მოთხოვნას ვაჟღერებთ. არსებული შრომის დეპარტამენტი სრულიად უფუნქციოა. შედეგად, სამუშაო ადგილზე გარდაცვლილების და დაშავებულების რაოდენობა იზრდება. არსებული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და  დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას შრომის ეფექტური ინსპექცია. ”

სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლის, თათული თოდუას თქმით, ომბუდსმენი რამდენიმე წელია ითხოვს ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას:

“სახელმწიფომ სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ კი არ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე, არამედ ორიენტირებული უნდა იყოს ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. სახელმწიფო უნდა დარწმუნდეს, რომ საწარმოები ასრულებენ შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო ვალდებულებებს,” -აღნიშნავს თოდუა.

კანცელარიასთან სიტყვით გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გვანცა ხონელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფომ რეგულაციები უნდა დააწესოს. თუმცა, მისი აზრით,  პარლამეტში არჩეული მილიონერები მშრომელებზე ორიენტირებულ კანონებს არ მიიღებენ:

“ჩვენ მოვითხოვთ რეგულაციებს. ვის ეშინია რეგულაციების? რეგულაციების ეშინიათ იმ ბიზნესმენებს, იმ კორპორაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს კანონმდებლებად გვევლინებიან პარლამენტში. ისინი არასოდეს დაწერენ ისეთ კანონებს, რომლებიც ჩვენზე, მშრომელებზე იქნება მორგებული”.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] სოციალური პროგრამების ხელმძღანელის, ლინა ღვინიანიაძის აზრით, მმართველი გუნდი შრომის პოლიტიკის გადახედვის რეალურ ნებას არ გამოხატავს:

“ხელისუფლების გადადგმული მცირე ნაბიჯები არანაირ შედეგს არ იწვევს. შესაბამისად,  შრომის უფლებების დარღვევის მასშტაბი და ხარისხი ძალიან გაზრდილია. მმართველი გუნდის, პარლამენტის დათანხმება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნაზე ძალიან რთული იქნება, რადგან სახელმწიფო ამ ყველაფერს განიხილავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კონტექსტში. მოქმედი მმართველი გუნდის რიტორიკა არსებითად არ განსხვავდება წინა მმართველი გუნდისგან, რადგან ამ სფეროში არსებით ცვლილებებს არ ახორციელებს.  მიუხედავად ამ სირთულეებისა, რაღაც შანსები არსებობს, რადგან ამ საკითხზე საზოგადოებრივ ჯგუფებში კონსოლიდაცია არსებობს.”

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველო იღებს ვალდებულებას შექმნას შრომითი ურთიერთობების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისი შრომის კანონმდებლობა და პოლიტიკა.

ლინა ღვინიანიძის აზრით, შრომის რეალური ინსპექციის შექმნის მიზეზი სახელმწიფოსთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უფრო იქნება, ვიდრე მოქალაქეების მოთხოვნა. მისივე თქმით, მთავარია, როდის შეიქმნება ეფექტური ინსპექცია, რადგან ადამიანები ყოველდღიურად ზიანდებიან და იღუპებიან სამუშაო ადგილზე.

2016 წლის არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,  სამუშაო ადგილას მიღებული ტრავმებით უკვე 11 ადამიანი დაიღუპა. 2011-2015 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილას 212 მშრომელი დაიღუპა, 691 კი დაშავდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას შრომითი ინსპექციის ეფექტური მექანიზმის შექმნისკენ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს ქვეყანა 2017 წელს მიიღებს.

ამავე თემაზე: შრომითი უფლებები ჰაერში.

აქცია შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით.

აქცია კანცელარიასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი