ახალი ამბები

ანონსი – 28 ოქტომბერი

27 ოქტომბერი, 2016 • 1637
ანონსი – 28 ოქტომბერი

90:00 შსს-ს აკადემიაში  ჟურნალისტებისვთის გაიმართება მედიატური. მედიატურის დასრულების შემდეგ, აკადემიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დიპლომებს გადასცემს.

09:00 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. მისამართი: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო.

11.00 ოქროყანაში, ტექნოპარკში  ახალი პროექტის  ,,სტარტაპ მეგობრულის’’ პრეზენტაციას გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გახსნიან.

11:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში “საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ მისი თანჯდომარე თეიმურაზ მაკარიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე მოვლენები,შეფასება და მათი პოზიცია.

12:00 ახალ სპორტის სასახლეში სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო და ეროვნული ბიბლიოთეკა იმუშავებენ ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სპორტული გამოცემების ელექტრონული არქივი, რომელიც განთავსდება ბიბლიოთეკისა და სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

13:00 მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის შესახებ  მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის დასახმარებლად,  ევროკავშირი 75 მლნ ლარის (30 მლნ ევროს) მოცულობის პროგრამას  იწყებს.  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ასევე საქართველოს საჯარო მმართველობის ეროვნულ სტრატეგიასთან და ეყრდნობა ხუთ ძირითად პრინციპს.

13:30 ხონის დევნილთა დასახლებაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დევნილებს მოტობლოკები გადაეცემათ.
15:00 ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო კოალიცია „სახალხო ტრიბუნები“ კოალიციის პრეზიდენტი შალვა მაღეაძე და კოალიციის პარტნიორი ხუთი არასამთავრობო კოალიციის წარმომადგენლები გამართავენ პრესკონფერენციას და მოხდება მათი წარდგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი