ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული მხარე აფხაზეთში ევროპელი ექსპერტების ვიზიტს აფასებს

24 ოქტომბერი, 2016 • 1386
ქართული მხარე აფხაზეთში ევროპელი ექსპერტების ვიზიტს აფასებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ევროპელი ექსპერტები აფხაზეთის რეგიონში ევროსაბჭოს პროექტის ეგიდით იმყოფებიან. ამ საკითხზე, უწყების ინფორმაციითვე, “იყო წინასწარი შეთანხმება”.

“პროექტი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ქართველი და აფხაზი ექპერტები იღებენ მონაწილეობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესწავლა და მათ შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება. პროექტი ხელს უწყობს ნდობის აღდგენას და ექსპერტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, ბატალ კობახიას განცხადებით, ექსპერტებმა საპილოტე სამუშაოებისთვის გუდაუთის რაიონში არსებული სამოქალაქო არქიტექტურის ობიექტები შეარჩიეს – ყოველი ძეგლი აღირიცხება და GPS-ის ნავიგაციაში ჩაერთვება.

კობახიას თქმით, ათეულობით ადამიანის სტაჟირებაზე ერთდროულად გაგზავნა საზღვარგარეთ  არ შეუძლიათ, ასეთი ფორმით კი ევროპულ გამოცდილებას ეზიარებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი