დღეს, 24 ოქტომბერს, საიტი forum.ge 1 საათის განმავლობაში გათიშული იყო და მომხმარებელს მასზე წვდომა არ შეეძლო.

forum.ge-ზე აღნიშნულია, რომ საიტი ტექნიკური მიზეზების გამო იყო გათიშული. ასევე გათიშული იყო საიტი top.ge, შედარებით მცირე ხნის განმავლობაში. ორივე დომენის მფლობელი ერთი და იგივე პიროვნება – თემურ ხაინდრავაა.

საიტების გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ნეტგაზეთი საკითხის გარკვევას ცდილობს.

თბილისის ფორუმი, იგივე forum.ge, სოციალური ქსელია და 2001 წლიდან მოქმედებს, ხოლო  top.ge პოპულარული საიტების რეიტინგის ამსახველი ვებგვერდია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *