წარმოგიდგენთ 24 ოქტომბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

09:30 C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და  აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი გახსნიან. შეხვედრას ჯგუფის თავმჯდომარე – აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების დირექტორი ჯონ ვორდი,   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), აშშ CDC-ისა და კომპანია „გილეადის“ წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: რუსთაველის გამზირი #13 (სასტუმრო „თბილისი მარიოტი“) საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599 120009

10:00 სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება კონფერენცია ,,სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა საქართველოს რეგიონულ განვითარებაში“, რომელსაც გახსნის გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი.

10:30 შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის “ძალა ნდობას”, პრეზენტაცია. მის.: ნოე რამიშვილის ქ. 38.

19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება გოდერძი ჩოხელის სახელობისლიტერატურული კონკურსის – „ერთგულება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *