დავით თარხან მოურავი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
“აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას აზრი ჰქონდა 8 კაცით. იმიტომ გააკეთეს ისე, რომ მხოლოდ ერთი კაცი შესულიყო, რომ მას არაფრის ძალა არ ჰქონოდა იქ”, – განაცხადა თარხან – მოურავმა და დასძინა, რომ უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის სიის მეორე ნომერი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი შევა.
- „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.89% (1 მანდატი)
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29.62% (5 მანდატი)
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.7% (1 მანდატი)
- „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 45.13% (8 მანდატი)