ახალი ამბები

პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

1 ნოემბერი, 2023 •
პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია. კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, პირველ ნოემბერს, გაიმართა და ორივე კანდიდატს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გიორგი კოხრეიძის და თამილა დოლიძის კანდიდატურები პარლამენტს აჭარის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა, აჭარის უმაღლეს საბჭოს კი – პარლამენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ.

გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორია, თამილა დოლიძე კი აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.

თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში პარლამენტმა აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო გააუქმა, რის შემდეგაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უფლება მიენიჭა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 3 კანდიდატი წარადგინოს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი