ახალი ამბები

ანონსი: 21 ოქტომბერი

20 ოქტომბერი, 2016 • 1907
ანონსი: 21 ოქტომბერი

“ნეტგაზეთი” გთავაზობს პარასკევს, 21 ოქტომბერს, დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

10.00 საათიდან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარ სამ საწარმოს ეწვევა:

10:00 – შპს „G&A Group” – ქ. თბილისი, დ. თავდადებულის ქ. N29;

10.30 – შპს „LG Glass” – ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 14ა;

11.00 – შპს „მეგაპლასტი“ – ქ. თბილისი, ფეიქრების ქ. #14.


11:30 – მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა. მისამართი: “პირველის პრესკლუბი”, წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო ინფორმაცია: 595 03 77 22


11:30 – გაიხსნება ღია სივრცის კონფერენცია –  „დემოკრატიის მხარდამჭერი სკოლა“, რომელიც 21-22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეთა მეტად ჩართვა და სწავლების უფრო დემოკრატიული მეთოდების განხორციელების გზები. საკონტაქტო ინფორმაცია: 599 75 76 74


12:00 – “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოლიტიკიდან წასვლა, სამომავლო გეგმები. მისამართი: “პირველის პრესკლუბი”, წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო ინფორმაცია: 595 03 77 22


12:00 – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს   საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. თემა: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. მისამართი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია”.


12:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები – ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საზოგადოებრივი დამცველი, „მრავალეროვანი საქართველო“ და სხვები გამართავენ პრესკონფერენციას 8 ოქტომბერს არჩევნების მიმდინარეობისას დამკვირვებლებზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების არაეფექტური გამოძიების თაობაზე. მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68, II კორპუსი, III სართული, „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბი.


13.00 – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამთავრობო VIP-ში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება. თემა: საქართველოს აეროპორტების  მგზავრთნაკადის 9 თვის მონაცემების შეჯამება და სხვა მიმდინარე საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი