ახალი ამბები

პირველი საკრუიზო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში

13 ივლისი, 2012 • 1597
პირველი საკრუიზო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში

გემზე ათასზე მეტი ტურისტი იმყოფება. აქედან 700-მდე ტურისტი სპეციალური პროგრამით სარგებლობს, მათ ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“ ემსახურება. 

 

„ტურისტები დღის განმავლობაში დაათვალიერებენ ქალაქის და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნავ ადგილებს. ეწვევიან ოჯახს, სადაც გაეცნობიან ადგილობრივ კულტურას და დააგემოვნებენ ადგილობრივ საჭმელს. ასევე, მოინახულებენ გონიოს ციხეს, მახუნცეთის ჩანჩქერს, ბოტანიკურ ბაღს. საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში იწყებს ასეთი დონის საკრუიზო ხომალდები შემოსვლას,“ – აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოფო ლაზიშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას. 

 

წელს ბათუმში სულ 9 საკრუიზო გემი შემოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი