ახალი ამბები

ანონსი – 20 ოქტომბერი

19 ოქტომბერი, 2016 • 1872
ანონსი – 20 ოქტომბერი

გთავაზობთ 20 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


10:00 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია” ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში, გამართავს პროექტის შედეგების პრეზენტაციას – არა-ფორმალური საგანამანათლებლო პროგრამის შემუშავება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმატში. პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ. საკონტაქტო პირი: ცირა იობაშვილი – 598544415.


11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგის შედეგების შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.


11:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება ტურნირი ჭადრაკში ვეტერანებს შორის. მისამართი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, კოსტავას #37ა. საკონტაქტო პირი: თეა ბოგვერაძე – 595530021.


12:00 საათზე, დ.ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც შპს ,,დაგი“-ს მიერ თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.


16:30 საათზე, პროექტ „არაფორმალური განათლების მხადაჭერის ინიციატივა“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებითა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი განახორციელებს. მისამართი: ო. ჩხეიძის #5.


მასალების გადაბეჭდვის წესი