ევროპის სახალხო პარტის აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი სამიტი დღეს ბათუმში გაიმართა.
სამიტი (EPP) პრეზიდენტმა ვილფრიდ მარტენსმა გახსნა, სწორედ მისი ინიციატივით იმართება EPP სამიტი საქართველოში. სამიტის შედეგად მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ინიციატივების შეთავაზებას შეეხება, რომ ეს ქვეყნები მზად იყვნენ ევროკავშირის აქტიური წევრობის პერსპექტივისათვის. დეკლარაციის ერთი პუნქტით კი განსაზღვრულია ევროპის სახალხო პარტიის როლის გაქტიურება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დინამიურად წარმართვისთვის.
სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრიდ მარტენსმა ძირითადად ორ საკითხზე, საქართველოს მოლოდინზე ვილნიუსის 2013 წლის სამიტისთვის და გასულ კვირას ვილფრედ მარტინესის ფრანგულ გამოცემა „ლე მონდში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე ისაუბრეს.
მიხეილ საკააშვილმა განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტამდე საქართველო მიაღწევს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ პროდუქციას ბაჟის გარეშე შეიტანს. სააკაშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ მომავალი წლისთვის საქართველოს ექნება უვიზო რეჟიმი ევროპასთან და ეს იქნება საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ გარღვევის წელი: „თუ ვილნიუსის სამიტმა მოგვცა საშუალება და მივიღეთ მყარი გარანტიები ევროკავშირის წევრობის თვალსაზრისით, ჩემი მეორე პრეზიდენტობის დასასრულს ეს იქნება მიღწევა ჩემი ოცნების იქით“ – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ლე მონდის“ სტატიაც ახსენა და აღნიშნა, რომ ევროპამ ამით განაცხადა, რომ არ იყიდება რუსულ ფულზე: „დებატებმაც აჩვენა, რომ არც ევროპარლამენტი იყიდება“. – განაცხადა სააკაშვილმა.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრენდ მარტენსმა აქცენტი იმ გარემოებაზე გააკეთა, რაც მისი სტატიის წინაპირობა გახდა: „მე მინდა გულწრფელად ვთქვა, საქართველო არის ახალგაზრდა დემოკრატია, რომელიც ამკვიდრებს ევროკავშირის ღირებულებებს. ფული და პოლიტიკა არ უნდა აურიოთ ერთმანეთში. გადავწყვიტე ჩავერთო ამ პროცესებში და ამიტომაც გავაკეთე ცნობილი ოლიგარქის განცხადებებზე რეაგირება“ – განაცხადა ვილფრენდ მარტენსმა.
მარტენსის პოლიტიკური კარიერა 35 წელს ითვლის. ის პარტიის პრეზიდენტობამდე ბელგიის პრემიერმინისტრი იყო.
პრესკონფერენციას უნდა დასწრებოდა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც, რომელიც სამიტის მონაწილე იყო, თუმცა, როგორც ევროპის სახალხო სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, ვილფრედ მარტესმა განმარტა, სომხეთის პრეზიდენტს სიდედრი გარდაეცვალა და სამძიმარს უნდა დასწრებოდა.