თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობაზე მუშაობას არ აპირებს. ამის შესახებ ალასანიამ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა.

“მე არ ვაპირებ საჯარო სამსახურში არანაირ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას. მე მაქვს ჩაფიქრებული, რომ ვაკეთო მნიშვნელოვანი, საინტერესო საქმე, მაგრამ არა სახელმწიფო სექტორში”, – თქვა ალასანიამ.

რაც შეეხება პარტიის სხვა ლიდერებს, რომლებმაც თავისუფალი დემოკრატები დატოვეეს, ალასანია ამბობს:

“რაც შეეხება სხვებს, როდესაც დადგება მომენტი, მათ ჰკითხეთ. ყველა თავისუფალია საკუთარ არჩევანში’, – განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას თქმით, მთავარი მიზანი იქნება “კაბელების საქმეზე” დაკავებული “პოლიტპატიმრების ციხიდან გამოხსნა”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *