10:00 საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკში (СEB) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი ვიტომირ მაილს რაგუზი ხელს მოაწერენ სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად.
მისამართი: გორგასლის ქუჩა 3, სასტუმრო “ტიფლის პალასი”.
11.00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე „ხელოსანთა ქალაქში“ მომზადება- გადამზადების პროგრამის მიმდინარეობას გაეცნობა და დასაქმებლებს შეხვდება.
მისამართი: ავჭალა, ლაზოს ქ.1, ( ყოფილი ხალიჩების ქარხნის ტერიტორია) საკონტაქტო პირი-ტატა გამყრელიძე-595238842
11:00 “პირველის პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი, პაატა ჯიბლაძე პარტიისსახელით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული
11:00 ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში, მთაწმინდაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა რურუა გამართავს პრესკონფერეციას
11:30 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გიორგი კანდელაკისა და ოთარ კახიძის პრეკონფერენცია გაიმართება
11:30 “პირველის პრესკლუბში”, უფლებადამცველი დიანა გვიშიანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები, ქვემო ქართლში არეულობის შეტანას ცდილობენ, რასაც ხელს უწყობს სამხარეოპროკურატურა. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ფაქტები
12:00 “პირველის პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.თემა: რუსეთში ვიზიტი, კონკრეტული პროექტები, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი”დიდუბე პლაზა”.
12:30 ,,ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ზურა ჯაფარიძე გამართავს პრესკონფერენციას.
17:00 თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წითელ დარბაზში გაიმართება წიგნის „შუა საუკუნეების ქართული ტორევტიკა (ჭედურობა)- ერმიტაჟის კოლექციაში“პრეზენტაცია.
19:00 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის რუსი მწერლის, ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილი), შეხვედრა მკითხველთან.
19:30 თბილისი მოლში გაიმართება თბილისის მოდის კვირეულის შოუ რუმის ოფიციალური გახსნა, კოლექციების ჩვენება და წვეულება.








