ახალი ამბები

დიდ ბრიტანეთში ტელეკომპანია “რაშა თუდეის” საბანკო ანგარიშები გაყინეს

17 ოქტომბერი, 2016 • 1670
დიდ ბრიტანეთში ტელეკომპანია “რაშა თუდეის” საბანკო ანგარიშები გაყინეს

BBC-ის ინფორმაციით, “ნიუვესტ ბანკმა” (NerWest) დიდ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ტელეკომპანია “რაშა თუდეის” (RT) საბანკო ანგარიშები გაყინა. ინფორმაციას RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ტვიტერშიც ადასტურებს:

“ჩვენი საბანკო ანგარიშები ბრიტანეთში დახურეს. ჩვენი ყველა ანგარიში. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გაუმარჯოს სიტყვის თავისუფლებას!”

BBC-ის ცნობით, “რაშა თუდეიში” აცხადებენ, რომ ბანკს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. შოტლანდიის სამეფო საბანკო ჯგუფი (Royal Bank of Scotland Group) უარს აცხადებს, RT-ის მომსახურება გაუწიოს.

ტელეკომპანიის განცხადებით, ბანკიდან მიღებულ ცნობაში წერია– “ჩვენ გადავხედეთ თქვენს საბანკო შეთანხმებებს და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ აღარ გთავაზობთ ამ სერვისებს.”

რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ საინფორმაციო სააგენტოს ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა დამოუკიდებელმა ორგანომ (Ofcom) რამდენჯერმე დაუწესა სანქციები მიკერძოებული მაუწყებლობისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი