ახალი ამბები

თიბისი ბანკმა 2012 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მოიპოვა

9 ივლისი, 2012 • 1147
თიბისი ბანკმა 2012 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მოიპოვა

თიბისი ბანკი „Awards for Excellence” სერიაში შეფასდა და საქართველოს მასშტაბით კონკურენტ ბანკებს შორის უმაღლესი შეფასება მოიპოვა.   


ამ ჯილდოს მიზანია იმ ბანკების აღიარება, რომლებიც გამოირჩევიან ბაზარზე მიღწეული შედეგებით, ნოვატორობით და ლიდერობით. ევრომანიმ ხაზი გაუსვა თიბისი ბანკის 2011 წლის მიღწევებს, ფილიალების ეფექტურობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს კონკურენტებს შორის და მთლიანად თიბისი ჯგუფის წარმატებებს მიკროსაფინანსო სექტორში. ჟურნალმა ასევე აღნიშნა ბანკის Multichannel საბანკო პლატფორმა, რომელიც საუკეთესოა რეგიონის მასშტაბით.   


ჟურნალი „ევრომანი“ (Euromoney) 1998 წლიდან იკვლევს ბანკებს მსოფლიო მასშტაბით, 100-მდე ქვეყანაში. დაჯილდოება ხდება წელიწადში ერთხელ, 20-მდე სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. „ევრომანის“ ჯილდო საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.  


2012 წელს ეს უკვე მესამე ჯილდოა თიბისი ბანკისთვის. წლის დასაწყისში ბანკმა მიიღო საერთაშორისო საფინანსო სექტორში მოღვაწე კიდევ ორი ავტორიტეტული გამომცემლობის,  Global Finance-ისა და EMEA Finance-ის ჯილდოები. მათ შორის, Global FInance-ისა და Euromoney-ს ნომინაციებში თიბისი ბანკი უკვე მეორე წელია იმარჯვებს.    


დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Euromoney-ის  ოფიციალურ გვერდზე:  

მასალების გადაბეჭდვის წესი