ახალი ამბები

ანონსი – 13 ოქტომბერი

12 ოქტომბერი, 2016 • 1427
ანონსი – 13 ოქტომბერი

გთავაზობთ 13 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


11:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).


11.00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია ახალი ბაღის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს. მისამართი: კრწანისი, სოფელი ფონიჭალა, 218 სკოლასთან. საკონტატქო პირი: თაკო კვირტია – 577173004.


11:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატი, სიის პირველი ათეულის წევრი, ოთო კახიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა – 595037722.


11:30 საათზე,”პირველის პრესკლუბში” ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა – 595037722.


12:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის” განიხილავენ. იხილეთ განრიგი.


13:00 საათზე, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).


15:30 საათზე, ქუთაისში, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ საზეიმო ვითარებაში მომსახურების განახლებულ ცენტრს გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-ს გენერალური დირექტორი მაირ მამმედოვი და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.


16:00 საათზე, ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. მისამართი: ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N220.


მასალების გადაბეჭდვის წესი