ახალი ამბები

ჯეიმს აპატურაი საქართველოს მოსახლეობას 8 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას ულოცავს

12 ოქტომბერი, 2016 • 1691
ჯეიმს აპატურაი საქართველოს მოსახლეობას 8 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას ულოცავს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტერალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს მოსახლეობას 8 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას ულოცავს და ხელისუფლებისაგან ძალადობრივი ინციდენტების გამოძიებას ელის.

“მე ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.       საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, რომ ხმის მიცემის პროცესი იყო კონკურენტუნარიანი, კარგად ადმინისტრირებული და ძირითადად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.

ვწუხვარ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა ძალადობრივი ინციდენტები. მე მწამს, რომ სხვადასხვა საჩივარი სრულად იქნება შეფასებული  საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.

მე მზად ვარ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან სამუშაოდ იმისათვის, რომ უფრო გავაღრმავოთ ნატოს ურთიერთობა საქართველოსთან”, – ნათქვამია აპატურაის განცხადებაში, რომელიც ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯეიმს აპატურაი © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ჯეიმს აპატურაი © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი