ახალი ამბები

რა მოხდება, თუკი II ტურში გასულ კანდიდატს აღარ სურს არჩევნებში მონაწილეობა? – ცესკოს განმარტებები

10 ოქტომბერი, 2016 • 1837
რა მოხდება, თუკი II ტურში გასულ კანდიდატს აღარ სურს არჩევნებში მონაწილეობა? – ცესკოს განმარტებები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე ამბობს, რომ იმის მიუხედავად, თუკი მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს არ სურს არჩევნების II ტურში მონაწილეობა, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც იქნება მოცემული.

თუკი არჩევნების I ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი იღებს. როგორც ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე განმარტავს, თუ მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან რომელიმეს რეგისტრაციის გაუქმების სურვილი ექნება, ის ამას ვერ მოახერხებს, რადგან რეგისტრაციის გაუქმების ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, მათი მონაცემები მაინც იქნება შეტანილი ბიულეტენში.

ეს მოცუმულობა შემდეგნაირ სურათს გვაძლევს, მაგალითად, გორში, სადაც, შესაძლოა, მეორე ტურში ირაკლი ალასანია და იოსებ მაკრახიძე გადავიდნენ. არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად მისულ გორელ ამომრჩეველს ბიულეტენში მაინც დახვდებათ ორივე კანდიდატის სახელი. ირაკლი ალასანიამ კი დღეს განაცხადა, რომ “პოლიტიკიდან დროებით მიდის“.

„კანდიდატის ჩანაცვლება შემდგომ ადგილზე გასული კანდიდატებით არ ხდება“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა. მისივე ცნობით, თუკი მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი უარს იტყვის თავის მანდატზე პარლამენტში, მაშინ შუალედური არჩევნები ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი