ახალი ამბები

საერთაშორისო მისია: წინასაარჩევნო პერიოდში პარტიები არასამართლიანად დაფინანსდნენ

9 ოქტომბერი, 2016 • 1550
საერთაშორისო მისია: წინასაარჩევნო პერიოდში პარტიები არასამართლიანად დაფინანსდნენ

საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების მისიამ კრიტიკულად შეაფასა ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი სხვაობაა ქართული ოცნებისა და სხვა პარტიების დაფინანსებებს შორის.

“ფინანსური რესურსების მოძიებისას ძალიან დიდი დისბალანსი გამოვლინდა,”- განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანა გომესმა. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ემანუელის ზინგერისმა განაცხადა, რომ ასეთი დაფინანსება არასამართლიანია.

“წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არასამართლიანად ხდებოდა იმიტომ, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო უფრო მეტი თანხა, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ. მათ შორის განსხვავება ძალაიან დიდია,”- განაცხადა ემანუელის ზინგერისმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

მისიის წევრემა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” კამპანიის დაფინანსება ბევრად აღემატება ერთად აღებულ ყველა სხვა ოოპოზიციური პარტიის დაფინანსებას.

2016 წლის 8 თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა, ჯამში, 16 მილიონ ლარზე ცოტა მეტი შემოწირულობა მიიღეს, აქედან 10 მილიონზე ოდნავ მეტი “ქართულ ოცნებას” შესწირეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეწირული თანხის 64%, რაც 10 286 735 ლარია, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ ” მიიღო.

Create pie charts

მასალების გადაბეჭდვის წესი