ახალი ამბები

გურიის ერთ ოლქში სამთავრობო კანდიდატს სავარუდოდ აკაკი ჩხაიძესთან მეორე ტური ელის

9 ოქტომბერი, 2016 • 1464
გურიის ერთ ოლქში სამთავრობო კანდიდატს სავარუდოდ აკაკი ჩხაიძესთან მეორე ტური ელის

გურიაში ორი მაჟორიტარული ოლქიდან ერთში მეორე ტური გამოავლენს ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს. ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.

ამ დროისთვის (14:50სთ) ამ ოლქში დათვლილია 78-დან 73 უბანი, რომლის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატმა, ნინო წილოსანმა ხმების 46.97% მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა აკაკი ჩხაიძემ – 27.93%.

ნინო წილოსანი ბიზნესმენ ბადრი წილოსანის შვილია, რომელიც “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” წილების მფლობელი იყო, ხოლო აკაკი ჩხაიძე ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყო “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მას დიდი რაოდენობით თანხების მითვისების, გადასახადების დამალვის მუხლები წაუყენეს, თუმცა პატიმრობიდან მალევე გათავისუფლდა გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა. ამჟამად, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჩხაიძე ფლობს წილებს საკანცელარიო ნივთების მწარმოებელ კომპანიაში “იბერია 2005”, შპს “პალიასტომში”, “ღვინის სასახლეში” და ა.შ.

გურიაში, ოზურგეთის #59 ოლქში გამარჯვება პირველსავე ტურში მოიპოვა “ქართული ოცნების” კანდიდატმა არჩილ თალკვაძემ ხმების 53.2%-ით [სულ 49 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით]. თალაკვაძე მანამდე შს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი