რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის #58 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იქნება, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 58.38% მიიღო (დათვლილია 167-დან 162 უბნის შედეგები).
გოჩა ენუქიძე წლევანდელ არჩევნებში “ქართული ოცნების” წარდგენით მონაწილეობდა, თუმცა მერვე მოწვევის პარლამენში ენმ–ის წარდგენით გახდა ამბროლაურის მაჟორიტარი.
გოჩა ენუქიძე საქართველოს პარლამენტის წევრი 2008 წლიდან გახდა, როგორც ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი.
საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ენუქიძე არაერთი მსხვილი კომპანიის მფლობელია, მათ შორისაა “ლუკოილის” სტრატეგიული პარტნიორი – შპს “იბერკომპანი”. გოჩა ენუქიძე ასევე ფლობს აქციებს “ლიბერთი ბანკში”.








