ახალი ამბები

ხაშურში ოცნების კანდიდატ ვალერი გელაშვილზე მეტი ხმა მრეწველმა სიმონ ნოზაძემ მიიღო

9 ოქტომბერი, 2016 • 1520
ხაშურში ოცნების კანდიდატ ვალერი გელაშვილზე მეტი ხმა მრეწველმა სიმონ ნოზაძემ მიიღო

შიდა ქართლში ხუთი მაჟორიტარული ოლქიდან ოთხში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები. თუმცა ეს ერთადერთი რეგიონია, სადაც მეორე ტურში ერთმანეთს არა მხოლოდ ოცნებისა და ენმ-ის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, უფრო მეტიც – ხაშურში სახელისუფლებო კანდიდატზე მეტი ხმა მრეწველების წარმომადგენელმა მიიღო.

არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვა გიორგი თოთლაძემ ქართული ოცნებიდან ქარელის #40 ოლქში, სადაც ხმების 52.27% მიიღო [სულ 49 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით].

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შიდა ქართლის სხვა ოლქებში ერთმანეთს მეორე ტურში შემდეგი კანდიდატები დაუპირისპირდებიან:

1. კასპის #39 ოლქი

ირაკლი მეზურნიშვილი, ქართული ოცნება – 45.29%

ნუგზარ ნონიაშვილი, ენმ – 23.95%

ამ ოლქში სულ 40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 20 უბნის მიხედვით

2. გორის #41 ოლქი

იოსებ მაკრახიძე, ქართული ოცნება – 33.53%

ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატები – 19.36%

ამ ოლქში სულ 41 უბნიდან მონაცემები დათვლილია 40 უბნის მიხედვით

3. გორის #42 ოლქი

თენგიზ ხუბულური, ქართული ოცნება – 41.63%

ბადრი ბასიშვილი, ენმ – 24.67%

ამ ოლქში სულ 52 უბნიდან მონაცემები დათვლილია 38 უბნის მიხედვით

4. ხაშურის #43 ოლქი

სიმონ ნოზაძე, მრეწველები – 32.34%

ვალერი გელაშვილი, ქართული ოცნება – 20.09%

ამ ოლქში სულ 52 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი