ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახეთის რეგიონში ექვსი მაჟორიტარული ოლქიდან 5-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. პირველი ტურში მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა:
- დედოფლისწყარო-სიღნაღის #25 ოლქში ირაკლი შიოლაშვილმა გაიმარჯვა ხმების 54.66%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი – 27.21% [სულ 58 უბნიდან მონაცემები დათვლილია 54 უბნის მიხედვით];
სხვა ოლქებში მეორე ტურები გაიმართება შემდეგ კანდიდატებს შორის:
1. საგარეჯოს #23 ოლქი
რომან მუჩიაშვილი, ქართული ოცნება – 46.39%
ზურაბ ჭიაბერაშვილი, ენმ – 25.14%
ამ ოლქში სულ 50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით
2. გურჯაანის #24 ოლქი
დავით სონღულაშვილი, ქართული ოცნება – 44.18%
გიორგი ღვინიაშვილი, ენმ – 32.19%
ამ ოლქში სულ 51 უბნიდან მონაცემები დათვლილია 48 უბნის მიხედვით
3. ლაგოდეხი-ყვარლის #26 ოლქი
გურამ მაჭარაშვილი, ქართული ოცნება – 37.51%
გურამ კაკალაშვილი, ენმ – 24.59%
ამ ოლქში სულ 53 უბნიდან მონაცემები დათვლილია 51 უბნის მიხედვით
4. თელავი-ყვარლის #27 ოლქი
ირაკლი სესიაშვილი, ქართული ოცნება – 42.09%
გიორგი ბოტკოველი, ენმ – 34.98%
ამ ოლქში სულ 47 უბნიდან მონაცემები დათვლილია 42 უბნის მიხედვით
5. ახმეტის #28 ოლქი
გელა სამხარაული, ქართული ოცნება – 47.51%
შაქრო ტერტერაშვილი, ენმ – 32.48%
ამ ოლქში სულ 50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 48 უბნის მიხედვით