Belviq, – ასე ქვია წამალს, რომელიც Arena Pharmaceutical–მა შექმნა. უკანასკნელი წლების მანძილზე წამლის კლინიკურმა ტესტირებამ გამოავლინა, რომ იგი ეხმარება სხეულს, დაიკლოს მთელი მასის დაახლოებით 5%.
წამალი გამიზნულია ისეთი მომხმარებლისათვის, რომელთაც განსაკუთრებით მოჭარბებული წონა აქვთ. ასევე მოზარდებისთვის, რომელთა წონა 30 კილოთი აღემატება ნორმას და მომატებული ქოლისტერინი და წნევა აწუხებთ.
წამალში შემავალი ინგრედიენტები ბლოკავენ ადამიანის ტვინში კუჭის სიგნალს, რაც შიმშილის გრძნობას თრგუნავს. წამლის მიღების შემდგომ პაციენტს ექმნება შეგრძნება, რომ იგი დანაყრებულია საკვების მცირე რაოდენობით.
2010 წელს წამლის მასობრივ მოხმარებაში ჩაშვება იმიტომ აიკრძალა, რომ ცხოველებზე ტესტირებისას საცდელ ობიექტებს სიმსივნე გაუჩნდათ.
მომდევნო წლების მანძილზე წამლის ტესტირებამ დადებითი შედეგები გამოავლინა. აშშ–ის კვებისა და წამლის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომ წამლის მოხმარება უსაფრთხოა და მხოლოდ მცირედი კიბოს რისკფაქტორი ახლავს.
მიუხედავად მრავალი სასრგებლო თვისებისა, წამალს გვერდითი ეფექტებიც აქვს, როგორიცაა: დეპრესია, შაკიკი და მეხსიერების პრობლემები. წამლის გამოყენება ასევე აკრძალულია ორსულებისთვისაც.
Belviq – გაყიდვაში 2013 წლიდან ჩაეშვება. ‘