ახალი ამბები

ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგები

9 ოქტომბერი, 2016 •
ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროპორციული სიის კენჭისყრის საბოლოო მონაცემები შემდეგ შუალედებში უნდა მერყეობდეს:

საარჩევნო სუბიექტიგამოთვლილი პროცენტიცდომილების ზღვარიმინიმალური შედეგიმაქსიმალური შედეგი
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო49.1%0.9%48.2%50.0%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა26.8%0.9%25.9%27.7%
დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია4.9%0.3%4.6%5.2%
ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები4.6%0.3%4.3%4.9%
პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის3.5%0.3%3.2%3.8%
ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა3.4%0.2%3.2%3.6%
შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული მოძრაობა3.1%0.2%2.9%3.3%
უსუფაშვილი – რესპუბლიკელები1.5%0.1%1.4%1.6%

არასამთავრობო ორგანიზაცია დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის PVT შედეგების სიზუსტეში. ორგანიზაციამ ინფორმაციას უბნებზე დამკვირვებელთა 99.7%-ისაგან მიიღო. არსებობს უფრო კონკრეტული მონაცემებიც, თუმცა ორგანიზაციამ უმჯობესად მიიჩნია შუალედური შედგების გამოცხადება, რადგან ზუსტი შედეგები ერთ-ერთ პარტიას შესაძლოა წარმოაჩენდეს, როგორც ბარიერგადალახულს.

ხმები პარალელურად დაითვალეს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ISFED-მა დარღვევების შესახებ ჯერჯერობით 94 საჩივარი წარადგინა საუბნო საარჩევნო კომისიებში და 120 საოლქო კომისიებში; 151 შენიშვნა დააფიქსირა შენიშვნების წიგნში.

“ხმების პარალელური დათვლის საფუძველზე მიღებული მონაცემებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევები იყო ცალკეული იზოლირებული შემთხვევები და მას არ შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონოდა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებზე,” – აცხადებს მიხეილ ბენიძე, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი