ახალი ამბები

ცესკო არ ადასტურებს ინფორმაციას მარნეულის 48-ე უბნის შედეგების გაუქმებაზე

8 ოქტომბერი, 2016 • 1234
ცესკო არ ადასტურებს ინფორმაციას მარნეულის 48-ე უბნის შედეგების გაუქმებაზე

ცესკო არ ადასტურებს პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა მარნეულის 48-ე უბნის შედეგები გაუქმებულია.

მოძრაობა “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერებმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრეს, რა დროსაც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მარნეულის საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა:

“ახლა გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ ყველა გაყალბებული საბუთი [სავარაუდოდ, იგულისხმა ბიულეტენები] არის ანულირებული. ეს გადაწყვეტილება მიიღო მარნეულის ცესკომ [სავარაუდოდ იგულისხმა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომიასია]. გაუუქმეს ყველაფერი, რაც კი იყო გაყალბებული”.

ბურჭულაძემ, ისევე როგორც მისი საარჩევნო ბლოკის სხვა ლიდერებმა, დავით ჯანდიერმა და გიორგი ვაშაძემ, ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდეს, აღიაროს დამარცხება.

მათ ასავე განაცხადეს, რომ საკუთარო ხმის დასავად იბრძოლებენ ბოლომდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი