ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისათვის საარჩევნო უბნეზებზე ამომრჩეველთა 34.79% გამოცხადდა, რაც რაოდენობრივად 1 222 634 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა #54 მაჟორიტარულ ოლქშია. ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მცირე პროცედურული ხარვეზების ფონზე გრძელდება.
ამ დროისათვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილია 46 საჩივარი. მათი უმეტესობა ეხება პროცედურულ ხარვეზებს და ცესკოს ინფორმაციით, მათი უმეტესობა უკვე აღმოიფხვრა. ხარვეზები ძირითადად შეეხება აგიტაციას საარჩევნო უბანზე, მარკირების პროცედურის დარღვევას. რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს შეექმნათ შესვლის პრობლემა.
საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საჩივრებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
შემდეგ ბრიფინგს ცესკო 17:30 წუთზე გამართავს.
5 ოქტომებრს არჩევნებში ჩატარდა ავღანეთში, მისიის მყოფი საქართველოს მოქალაქე სამხედრო მოსამსახურეების ბაზაზე. შედეგები დღეს დაითვლება.