ახალი ამბებისაზოგადოება

მოისყიდა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველი

7 ოქტომბერი, 2016 • 1538
მოისყიდა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველი

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 6 ოქტომბერს მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი საღამო გამართა. კანდიდატმა მხარდამჭერებს რამდენიმე დღით ადრე ფეისბუკის გვერდის, ფლაერებისა და ქუჩებში მოსიარულე აქტივისტების დახმარებით აცნობა, რომ ამ საღამოს 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე ფუნიკულიორის საბაგირო გზით სარგებლობა უფასო იქნებოდა, რადგან ის ამომრჩეველს თავად “მასპინძლობდა”.

საღამოს ფუნიკულიორის შენობასთან ამომრჩეველმა შეკრება დათქმულ დროს დაიწყო. ისინი დაპირებისამებრ უფასოდ მგზავრობდნენ. როგორც ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, უფასოდ მგზავრობა ყველა მსურველს შეეძლო, იმის მიუხედავად, გეგმავედნენ თუ არა  ღონისძიებაზე დასწრებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცაში კი აცხადებენ, რომ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან მსგავსი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და მაჟორიტარის ქმედებით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

საიას იურისტის, ირმა პავლიაშვილის თქმით, საარჩევნო სუბიექტის მხრიდან მოქალაქისათვის ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა უფასოდ ან შეღავათიან ფასად, პირდაპირ ან ირიბად, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად ჩაითვლება. უმჯობესი იქნება, მაჟორიტარმა ხარჯი ოფიციალურად გაამჟღავნოს და განაცხადოს, რა რაოდენობის თანხა გადაიხადა საბაგიროს მომსახურებისთვის და ვინ გაიღო ხარჯი.

“თუ საბაგიროს კერძო მფლობელმა გადაიხადა თანხა, მაშინ არის უკანონო შემოწირულება. ხარჯებშიც რომ მიუთითოს, ეს იქნება ამომრჩევლის გულის მოსაგებად გაწეული უფასო მომსახურება. ხოლო თუ თავად გადაიხადა თანხა, ამ შემთხვევაში სახეზეა ამომრჩევლისთვის მომსახურების უფასოდ გაწევა, რაც იკრძალება, როგორც საარჩევნო კოდექსით, ასევე მპგშ-ის კანონის 25-ე მუხლის 2 პრიმა  მუხლით,” – ამბობს სამართლიანი არჩევნების (ISFED) იურისტი, ნინო რიჟამაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.