ახალი ამბები

ანონსი: 7 ოქტომბერი

6 ოქტომბერი, 2016 •
ანონსი: 7 ოქტომბერი

09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.


12:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველობა’ წინასაარჩევნო გარემოს საბოლოოდ შეაფასებენ და განცხადებას გაავრცელებენ. მისამართი: შალვა დადიანის 2/1; დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 514 00 84 48


12:30 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს, რომელსაც პროპორციული სიის პირველი ათეულის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: ი. ხვიჩიას 17


14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს. თამარ ჟვანია იმ აქტივობებზე ისაუბრებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაღალპროფესიულ, მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარების მიზნით განახორციელა. მის:. ცენტრალური საარჩევნო კომისია – დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ;


მასალების გადაბეჭდვის წესი